Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი და ოპოზიციონერი აქტივისტი


მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი
მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი

მოსკოვში 300-ზე მეტი დემონსტრანტი და რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს უსანქციო მიტინგთან დაკავშირებით.

აქტივისტებმა 27 ივლისს კვლავ გააპროტესტეს მოსკოვის ხელისუფლების უარი სექტემბრის მუნიციპალური არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრირებაზე.

მოსკოვის ხელისუფალთა ამ გადაწყვეტილებას მიმდინარე თვეში უკვე რამდენიმე აქცია მოჰყვა. ოპოზიციონერების აზრით, მათ ხელისუფლება ართმევს კრემლის მომხრე კანდიდატებისთვის კონკურენციის გაწევის შანსს.

ორგანიზაცია OVD-Info, რომელიც რუსეთში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების პრობლემაზე მუშაობს, აცხადებს, რომ პოლიციამ 27 ივლისს მოსკოვის მერიის შენობასთან დააკავა, სულ ცოტა, 317 ადამიანი - მათი ნაწილი მიტინგის დაწყებამდე.

დაკავებულია დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირების მსურველი რამდენიმე ოპოზიციონერიც, მათ შორის ივან ჟდანოვი, ილია იაშინი, დმიტრი გუდკოვი და იულია სობოლი.

XS
SM
MD
LG