Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ტრანსლაცია შეაწყვეტინეს „ნავალნი Live“-ის სტუდიას, როცა ის მოსკოვის მიტინგს აშუქებდა


მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი
მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი

მოსკოვში პოლიციელები მივიდნენ „ნავალნი Live“-ის სტუდიაში და შეაწყვეტინეს ტრანსლაცია, რომელიც ეთმობოდა დღევანდელ უსანქციო მიტინგს რუსეთის დედაქალაქის ცენტრში.

პირდაპირი ეთერის დროს, შსს-ს თანამშრომლებმა პროგრამის წამყვან ვლადიმირ მილოვს სთხოვეს, რომ მათ წაჰყოლოდა.

თვითონ ალექსეი ნავალნი 30 დღით არის დაპატიმრებული. მიზეზია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწოდება აქციაში მონაწილეობისაკენ მუნიციპალური არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე უარის გასაპროტესტებლად.

მოსკოვის მერიასთან მიტინგის დაწყებამდე და მის მსვლელობაში, სამართალდამცველებმა დააკავეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG