Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა საიუბილეო გეი პრაიდზე


ბერლინი, 2019 წლის 27 ივლისი
ბერლინი, 2019 წლის 27 ივლისი

ბერლინში ასიათასობით ადამიანი მონაწილეობდა ლგბტ თემის ყოველწლიურ მსვლელობაში, რომელიც ბერლინში 41-ედ გაიმართა, მაგრამ დასაბამს იღებს ნიუ-იორკში 50 წლის წინანდელი საპროტესტო გამოსვლებით.

გეი პრაიდის მონაწილეებს აღმართული ჰქონდათ ბანერები „ჰომოფობია კლავს“, „თუ მოკვლას გიპირებენ - დარეკე“ და სხვ. ერთ-ერთ, ცისარტყელის ფერებში გაფორმებულ ბანერზე გამოსახული იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი და ჩეჩნეთის ლიდერი, იქვე ეწერა „ჩვენ ვერ მოგვწვდებიან!“

უფლებადამცველები და აქტივისტები აქციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევენ ერთმანეთისათვის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას.

XS
SM
MD
LG