Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს


თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის N 9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა. ის 20-21 ივნისის ღამის საქმეზეა დაკავებული. ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა 25 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

მისი ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია. ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG