Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 10 ჯარისკაცი მოკლეს „ექსტრემისტების“ თავდასხმებისას


ავღანეთთან პაკისტანის საზღვარზე გაყვანილი კონსტრუქცია ბელუჯისტანის პროვინციაში
ავღანეთთან პაკისტანის საზღვარზე გაყვანილი კონსტრუქცია ბელუჯისტანის პროვინციაში

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 10 ჯარისკაცი იქნა მოკლული ორ პროვინციაში ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად.

ერთ-ერთი თავდასხმა მოეწყო ავღანეთის საზღვართან, როცა ექსტრემისტებმა საზღვრის მეორე მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს პატრულს ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში. დაიღუპა ექვსი პაკისტანელი ჯარისკაცი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს. მათ და სხვა ექსტრემისტულ ჯგუფებს დიდი ხანია, ძლიერი პოზიციები აქვთ ჩრდილოეთ ვაზირისტანში.

2017 წლის მარტში პაკისტანი შეუდგა ბარიერის აგებას ავღანეთთან 2600-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ, რათა ხელი შეუშალოს საზღვარზე ექსტრემისტების გადაადგილებას.

წელს პაკისტანელმა სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ აგებულია ბარიერის 900-კილომეტრიანი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG