თუშეთში, ფშაველი-ომალოს გზაზე ომხდარი ავარიის შედეგად მეექვსე გარდაცვლილიც იპოვეს. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დღეს დილის 6 საათიდან განახლდა. ამ დროისთვის ეძებენ ერთ დაკარგულ მგზავრს.
ბოლო მონაცემებით 27 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანია გარდაცვლილი. სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. მასში 12 ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილთა შორის არიან მამა და ორი შვილი, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილები არიან და თავს კარგად გრძნობენ.