Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გაიმართა შეხვედრა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გადასარჩენად


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აბას არაყჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აბას არაყჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაყჩი ვენაში შეხვდა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებს. მოლაპარაკების მიზანია გზების გამონახვა ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმების გადასარჩენად.

28 ივლისის შეხვედრის შემდეგ არაყჩიმ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ დისკუსიებმა კარგად ჩაიარა, თუმცა საკითხი არ მოგვარებულა.

შეხვედრის ფონს ქმნის დაძაბულობის მორიგი ტალღა ირანსა და დასავლეთს, პირველ რიგში, აშშ-ს შორის, რის მიზეზებს შორისაცაა ტანკერების დაკავება და 2015 წლის შეთანხმების პირობების დარღვევა ირანის მიერ.

ამ შეთანხმებით, ირანმა ივალდებულა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვა მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შარშან თავისი ქვეყანა გაიყვანა შეთანხმებიდან და ირანს ისევ დაუწესა მძიმე სანქციები.

საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ცდილობენ შეთანხმების გადარჩენას და გამოდიან ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს რთულ საფინანსო ბარტერულ სისტემას თეირანისათვის სანქციების შედეგების შესამსუბუქებლად.

მაგრამ ირანელი ოფიციალური პირების აზრით, შეთანხმების დანარჩენი მონაწილეები არ მიმართავენ საკმარის ზომებს, რათა შეამსუბუქონ აშშ-ის სანქციების შედეგები ირანის ნავთობმრეწველობისა და საბანკო სექტორებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG