Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტებმა გრან პრიზე ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს


ქართველმა ძიუდოისტებმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალში ორივემ იაპონელი მეტოქე დაამარცხა. ორივემ იპონით.

საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრებმა ორ-ორი ოქროსა და ბრინჯაოს მედლით, საერთო გუნდურ ჩათვლაში, 78 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. მამაკაცთა და ქალთა საერთო შედეგებით კი საქართველომ მესამე შედეგი აჩვენა 86 ქვეყანას შორის.

ღვინიაშვილისა და ზაალიშვილის გარდა საპრიზო სამეულში შევიდნენ: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). სამივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტებს ერთ თვეში ელით სეზონის უმთავრესი შეჯიბრება. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატს 25-31 აგვისტოს ტოკიო უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG