Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის მუზეუმს გურამ რჩეულიშვილის არქივი შეემეტა


ლიტერატურის მუზეუმის არქივი მწერალ გურამ რჩეულიშვილის არქივით გამდიდრდა - მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ეს არის ფასდაუდებელი არქივი - ათასზე მეტი ხელნაწერი, მემორიალური ნივთი, ნახატი და ფოტო.

ლაშა ბაქრაძე რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს და მადლობას უხდის მარინა და ია რჩეულიშვილებსა და მაია ნინიძეს.

გურამ რჩეულიშვილის არქივში მისი ფოტოებისა და ჩანაწერების გარდა არის მწერლის კუთვნილი ისეთი ნივთები, როგორიცაა მისი ბინოკლი, ჩანთა, ჭადრაკი, კბილის ჯაგრისი და სხვა ნივთები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG