Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი არ აპირებს „ბარტერულად“ გაუცვალოს ირანს ტანკერი


 .
.

ბრიტანეთმა უარყო მოსაზრება, რომ მან შეიძლება ირანს გაუცვალოს თეირანის მიერ სპარსეთის ყურეში დაკავებული თავისი ტანკერი ირანის ტანკერში, რომელიც ბრიტანეთმა გიბრალტარის სრუტეში დააკავა.

29 ივლისს „ბი-ბი-სის“ უთხრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა, რომ გაცვლა არ იქნება, საქმე არ ეხება „ბარტერულ“ გაცვლას, საქმე ეხება იმას, რომ დაცულ იქნეს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის წესები და ეს არის ის, რაც დაჟინებით გვსურს მოვითხოვოთ.

ვითარება დაიძაბა მას მერე, რაც აშშ-მა დატოვა ბირთვულ სფეროში ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს დადებული შეთანხმება და დაუწესა ირანს ახალი სანქციები. გასულ კვირებში ჯერ ბრიტანეთმა გიბრალტარში დააკავა ირანის ტანკერი, ხოლო შემდეგ ირანმა სპარსეთის ყურეში - ბრიტანეთის ტანკერი. ბრიტანეთი ირანს აბრალებს ევროკავშირის სანქციებისს დარღვევას სირიის თაობაზე. თეირანი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ტანკერს ავარია ჰქონდა მეთევზეთა პატარა გემთან და ინციდენტის ადგილი მიატოვა.

რააბის თანახმად, თუ ირანს სურს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარება, უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი, უკანონოდ უცხოეთის ტანკერის დაკავება არ შეიძლება, თქვა მან.

რააბის კომენტარის მოჰყვა ბრიტანეთის მეორე საბრძოლო ხომალდის შესვლას სპარსეთის ყურეში ბრიტანეთის გემების დასაცავად. ისინი ბრიტანეთის გემებს აცილებენ ჰორმუზის სრუტეში, საკვანძო სატრანსპორტოგზაზე, რომელიც აკავშირებს სპარსეთის ყურეს არაბეთის ზღვასთან.

ირანის მთავრობის წარმომადგენელმა, ალი რაბიეიმბრიტანეთის გემების შეიყვანს სრუტეში უწოდა „პროვოკაციული“ აქტი, რომელსაც „მტრული გზავნილი ახლავს“.

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, უცხოეთის ძალების ყოფნა რეგიონის უსაფრთხოებას ხელს არ შეუწყობს და დაძაბულობის მთავარი წყარო იქნება. როჰანიმ ადრე ივარაუდა, რომ თუ ბრიტანეთი დააბრუნებს ირანის ტანკერს, ის მიიღებს თავის გემს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG