სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ რავალპინდიში, რომლის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პაკისტანის არმიის სარდლობის ინფორმაციით, დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 5 სამხედრო და კიდევ 12 ადამიანი, რომლებიც ხმელეთზე იმყოფებოდნენ.
დაშავებულია 12 ადამიანი. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.