Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი: დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის საბჭოს თვითმარქვია თავმჯდომარეა


ნაზი ჯანეაშვილი
ნაზი ჯანეაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს არ აქვს უფლება საბჭოს სახელით ისაუბროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შესაძლო შეჩერებაზე.

„დიმიტრი გვრიტიშვილი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითმარქვია თავმჯდომარე. მას კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება“ - უთხრა ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე შეფასებით, გაუგებარია საბჭოს წევრების ქცევა, როცა ჯერ დღეში 5 კანდიდატის მოსმენაზე შეთანხმდნენ, შემდეგ სამზე ჩამოვიდნენ და ბოლოს ორზე.

„არ ვიცი, დიმიტრი გვრიტიშვილს რა უფლებამოსილება აქვს. ის მედიაში აცხადებს, რომ შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადოს გასაუბრების ეტაპი და გაგრძელდეს სექტემბერში. ეს საკითხი სხდომაზე არ განხილულა. გვრიტიშვილს კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება, თუმცა თუ ეს ასე მოხდება, ამას მივიჩნევ გამარჯვებად, იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც აქ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, აღარ მოსწონთ, რომ საზოგადოება თვალს ადევნებს ამ ცირკს, რომელსაც ხელმძღვანელობს თვითმარქვია გვრიტიშვილი და უნდათ შეაჩერონ დროებით, რათა განეიტრალდეს ემოციები“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 17 ივლისიდან მიმდინარეობს გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. 29 ივლისის ჩათვლით, საბჭოს წევრებმა მოუსმინეს 50-დან 26 კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG