Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა ჯარისკაცმა ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა


ავღანეთი, 2019 წლის 2 თებერვალი: ამერიკელი, იტალიელი და ავღანელი სამხედროები ჰერათის პროვინციაში წრთვნების დროს
ავღანეთი, 2019 წლის 2 თებერვალი: ამერიკელი, იტალიელი და ავღანელი სამხედროები ჰერათის პროვინციაში წრთვნების დროს

ავღანელმა ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ორი ამერიკელი ჯარისკაცი სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში.

ავღანეთის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა 30 ივლისს განაცხადა, რომ ორი ამერიკელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ავღანეთის ეროვნული არმიის წევრმა სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა შაჰ ვალი კოტის რაიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე.

ინციდენტის დროს თავდამსხმელი დაიჭრა. ის დააკავეს.

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლებმა 29 ივლისს გამოაცხადეს ავღანეთში ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ, მაგრამ დეტალებზე არაფერი უთქვამთ.

2019 წლის დასაწყისიდან, ავღანეთში 11 ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული ადგილობრივი ჯარისკაცების თავდასხმების შედეგად.

XS
SM
MD
LG