Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლო: სომხეთმა 1,6 მლნ ევრო უნდა გადაუხადოს ქონებაწართმეულ მოქალაქეს


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სომხეთმა 1 მლნ 608 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს ამ ქვეყნის მოქალაქე იური ვარდანიანს, რომელსაც პრეზიდენტ ქოჩარიანის მმართველობის დროს ქონება ჩამოართვეს.

83 წლის ვარდანიანის უფლებები დარღვეულად ცნეს ჯერ კიდევ 2016 წელს, როცა სტრასბურგის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა სამართლიანი სასამართლოსა და ქონების დაცვის უფლებების დარღვევა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით მხოლოდ კომპენსაციის ოდენობა - სომხეთისთვის სარეკორდოდ მაღალი ჯარიმა - განისაზღვრა.

მომჩივნის ოჯახი ცხოვრობდა ერევანში, ბუზანდის ქუჩაზე და ეკუთვნოდა 1385 კვადრატული მეტრის ფართი. რობერტ ქოჩარიანის პრეზიდენტობის დროს ვარდანიანის სახლი სახელმწიფოს მიაკუთვნეს, რაც, მაშინდელი განმარტებით, საზოგადოებრივი ინტერესით იყო გამართლებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG