Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ზე ახალ სოციალურ გადაცემას წაიყვანს


"ნანუკას შოუს" ნაცვლად სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ის ეთერში ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ გადაცემას წაიყვანს, რომელიც სოციალური ხასიათის იქნება და პირდაპირ ეთერში გავა.

რადიო თავისუფლების კითხვას შეთანხმებულია თუ არ წამყვანის გეგმები ახალ დირექტორთან, ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა: "გუშინ ჩვენ გვქონდა თათბირი არხის მენეჯმენტთან, რომელზეც განვიხილეთ პროგრამირების ბადე, ხელმძღვანელობას ვუთხარით ჩვენი გეგმების შესახებ, რომ ნანუკას შოუ ეთერში ახალი ფორმატით დაბრუნდება, მათ მოისმინეს და უარი არ ყოფილა. მან [პაატა სალიამ] მითხრა, რომ დეტალებზე ცალკე დავილაპარაკებთ. საუბარია სტუდიის შეცვლასა და ტექნიკურ დეტალებზე."

XS
SM
MD
LG