Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუშეთში ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული მეშვიდე ადამიანის ცხედარს მიაგნეს


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მდინარე სტორში მიაკვლიეს თუშეთში, ავტოავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ცხედარს.

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 27 ივლისიდან მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.

თუშეთში 27 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად სულ 7 ადამიანი დაიღუპა.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, ომალოსკენ მოძრავი „კამაზის“ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG