Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მოითხოვს


შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, დაიწყონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა.

ნათელაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი უნდა იყოს მისი „მაპროვოცირებელი განცხადებები“ დავით გარეჯთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემებზე.

ლეიბორისტთა ლიდერის განცხადებით, დავით გარეჯში კვლავ მძიმე ვითარებაა, რაშიც სალომე ზურაბიშვილმა "მაპროვოცირებელი როლი შეასრულა ივანიშვილ-ალიევის რეჟიმთან და მოსკოვთან საერთო შეთანხმებით."

“მოვუწოდებ პარლამენტის ოპოზიციურ სეგმენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და ხალხს პირობას ვაძლევ, რომ ახალი პარლამენტის არჩევისთანავე, ეს პროცესი დამთავრდება წარმატებით და ჩვენ ამგვარ პრეზიდენტს სამუდამოდ მოვიცილებთ თავიდან, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ იყოს ტერიტორიებისა და ერთიანობის სიმბოლო, თავისი პროვოკაციული მოქმედებებით აწარმოებს ქვეყნის დეზინტეგრაციას“ - განაცხადა ნათელაშვილმა 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG