სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება, რომლის თანახმად, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5% შეადგინა. 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9%-ით განისაზღვრა.
2018 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 4% იყო, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.7%.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში.