Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 აგვისტოდან მძღოლები ზონალური პარკირების საფასურს გადაიხდიან


1 აგვისტოდან თბილისში ზონალური პარკირების საპილოტე პროექტი ამოქმედდება. პროცესი კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებიდან დაიწყება.

ზონალური პარკირების გადასახადს არ გადაიხდიან:

  • ელექტროავტომობილების მფლობელები,
  • შშმ პირები,
  • ფიზიკურ პირები, მათი საცხოვრებლიდან 100 მეტრის რადიუსში ორი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლებით.

ფასიანი პარკირების ზონაში ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ადგილას სრულიად უფასო იქნება პარკირების პირველი 15 წუთი.

პარკირების საფასური ზონების მიხედვით განისაზღვრება:

  • A ზონა - ერთი საათი ერთი ლარი;
  • B ზონა — ერთი საათი ორი ლარი;
  • C ზონა — ერთი საათი სამი ლარი.

საფასურის გადახდა შესაძლებელია:

  • ვებგვერდზე - WWW.TP.GE;
  • მობილური აპლიკაციით - Parking Tbilisi;
  • სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით (პარკირების ადგილიდან არაუმეტეს 50 მეტრში).

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა 31 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, 1 აგვისტოდან ამ ტერიტორიაზე იმუშავებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც მოსახლეობას კონსულტაციას გაუწევენ პარკინგის გადასახადის გადახდის წესებთან დაკავშირებით. მერის განცხადებით, ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელ თბილისში ამოქმედდება.

„ამ პროექტს ახორციელებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია. კომპანიის თანამშრომლები იმუშავებენ ზონალური პარკირების არეალში და ისინი კონსულტაციას გაუწევენ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს. გარდა ამისა, ჩვენ განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური თვეების განმავლობაში, იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს, იქ მცხოვრებ ადამიანებს მიეღოთ სრული ინფორმაცია ამ ახალ სისტემასთან დაკავშირებით, ახალ რეფორმასთან დაკავშირებით...

ასევე დახმარებას მიიღებენ მძღოლები არა მხოლოდ საპარკინგე სივრცეებში, არამედ სწრაფი გადახდის აპარატებთანაც... გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ უკვე შესაძლებელია ყველა სმარტფონისთვის ჩამოტვირთოთ სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადახდა. ეს არის მარტივი აპლიკაცია... ეტაპობრივად სხვა რაიონებსა და ქუჩებზეც შემოვა ეს სიახლე“, - განაცხადა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG