Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციმბირში ტყის ხანძრების ჩაქრობაში სამხედროებიც ჩაერთვებიან


2019 წლის 30 ივლისი: ციმბირში, კრასნოიარსკის მხარის ბოგუჩანსკის რაიონში თვითმფრინავიდან გადაღებული კადრი
2019 წლის 30 ივლისი: ციმბირში, კრასნოიარსკის მხარის ბოგუჩანსკის რაიონში თვითმფრინავიდან გადაღებული კადრი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, ციმბირში ტყის ხაძრების ჩაქრობაში თავდაცვის სამინისტროც ჩაერთვება.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება.

ვარაუდობენ, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობას მიიღებს დაჯგუფება, რომელიც მანამდე ირკუტსკის ოლქში შეიქმნა წყალდიდობის შედეგებთან საბრძოლველად.

ინტერნეტგამოცემა "მედუზის" თანახმად, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კრასნოიარსკის მხარეში ხანძრის ჩასაქრობად გააგზავნიან 10 თვითმფრინავს ილ-76 და 10 სპეციალიზებულ ვერტმფრენს.

ამასთან, ორიოდე დღით ადრე კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ უსი იძლეოდა განმარტებას, რატომ არ აქრობს ხელისუფლება ხანძრებს ციმბირში.

„ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა, რომელთან ბრძოლაც უაზრობაა და სადღაც, შესაძლოა, საზიანოც კი იყოს“, თქვა უსმა 29 ივლისს ახალგაზრდულ ფორუმზე გამოსვლისას.

ტყის ხანძრები მან შეადარა ზამთრის 30-გრადუსიან ყინვას, როცა „აზრადაც არავის მოდის აისბერგების გალღობა, რათა ჩვენთან დათბეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG