Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის 42-ე დღე - საუბარი ეკონომიკის გასაჭირზე


რუსთაველზე გრძელდება საპროტესტო აქციის ფარგლებში მიმდინარე გადაცემათა ციკლი „სირცხვილია“, რომლის სტუმრები 31 ივლისს არიან ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე და ეკონომისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს მკვლევარი ბესო ნამჩავაძე.

გადაცემა #სირცხვილია ტრადიციულად დაიწყო იმ ადამიანებზე საუბრით, ვის მიმართაც აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს პოლიტიკურ რეპრესიებს.

„ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც 20 ივნისს ჯერ გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებას აპროტესტებდნენ და შემდეგ ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების არალეგიტიმურ დარბევას - ახლა ციხეში სხედან და სისხლის სამართლის უმძიმესი მუხლებით გასამართლებას ელოდებიან“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

ეკონომიკის გასაჭირი კი გადაცემა „სირცხვილიას“ თემად ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შეირჩა.

„დოლართან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსი 3.0-ს ცდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კი, ამ ფონზე აცხადებს, რომ "ლარი თავისუფალი თინეიჯერია“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

გიორგი ქადაგიძესა და ბესო ნამჩავაძესთანაც გადაცემის წამყვანი შოთა დიღმელაშვილი ამ წუთებში საუბრობს ლარის კურსზე, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებაზე, არაეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკასა და კრიზისიდან დაღწევის გზებზე.

რუსთაველზე საპროტესტო აქციები იმართება 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის შემდეგ, რომელიც სპეცრაზმმა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. პერმანენტული აქციების მთავარი მოთხოვნა დღეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

XS
SM
MD
LG