Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად კუპრავას 9 თვით პატიმრობა მიესაჯა


ზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის ვადის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან, 2019 წლის 21 თებერვლიდან.

მოსამართლე ელენე გოგუაძის გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზშივე გააპროტესტეს ზვიად კუპრავას მხარდამჭერებმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, მოსამართლემ დაუშვა ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პრეცედენტი.

"პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, ქუჩაში, ავტობუსში, სახლში, რაიმენაირად აუგად რომ მოიხსენიოს მოსამართლე და მერე ამის შესახებ რომ ხმა მიუტანონ სამართალდამცველებს, ყველა ჩვენგანი ციხეში უნდა აღმოჩნდეს. დამისახელეთ ადამიანი, ვისაც ჰქონია შეხება სამართალდამცველ სისტემასთან და არ მოუხსენებია ცოტა აგდებულად სამართალდამცველი ან მოსამართლე. ნახევარი საქართველო ამის გამო ციხეში უნდა იჯდეს" - განუცხადა ჟურნალისტებს უდუმაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს, ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, თუმცა, გამოძიების ცნობითვე, მოგვიანებით, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. გირაოს პირობების დარღვევის გამო, 21 თებერვალს ზვიად კუპრავას აღკევთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG