აშშ-მა 31 ივლისს სანქციები დაუწესა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს, რომელსაც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, გაეყინება ყველა აქტივი, რომელიც აშშ-ში მდებარეობს ანდა კონტროლდება ამერიკული ორგანიზაციებისაგან.
„ზარიფი განასახიერებს ირანის უზენაესი ლიდერის უგუნურ გეგმას და წარმოადგენს რეჟიმის მთავარ წარმომადგენელს მთელ მსოფლიოში. აშშ-ი მკაფიო სიგნალს უგზავნის ირანის რეჟიმის, რომლის ბოლოდროინდელი საქციელი სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.
გარდა ანგარიშების გაყინვისა, ვაშინგტონის თანახმად, ჯავად ზარიფს შეეზღუდება ასევე მოგზაურობის შესაძლებლობა. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გაეროში შეხვედრების დროს, შეეძლება ჩავიდეს მხოლოდ ნიუ-იორკში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ასევე გახანგრძლივდა ბირთვული პროგრამის გამო ირანისათვის დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა.
მის მიმართ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა ჯავად ზარიფი, რომელმაც განაცხადა, რომ სანქციები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მასსა და მის ოჯახზე. „ირანის გარეთ მე არ გამაჩნია არავითარი წილი და ან ქონება“, - განაცხადა ზარიფმა, რომელმაც დასძინა, რომ "აშშ-მა იგი გამოარჩია მხოლოდ იმის გამო, რომ ირანის მთავარი წარმომადგენელია მთელ მსოფლიოში“.