Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმა ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტს "გენოციდის აღიარების" სწრაფად განხილვას პირდება


რუსეთის დუმის სხდომათა დარბაზი
რუსეთის დუმის სხდომათა დარბაზი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა დუმის საბჭოს დაავალა, უახლოეს სხდომაზე განიხილონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართვა, "1920 წელს, საქართველოს მიერ სამხრეთელი ოსების გენოციდის აღიარების შესახებ." ვოლოდინის თქმით, მიმართვას ყურადღებით მოეკიდნენ.

დუმის საბჭოში არიან მისი თავმჯდომარე და პოლიტიკური ფრაქციების და კომიტეტების ხელმძღვანელები.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ვებსაიტზე 31 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს მიმართეს, რათა რუსეთმა აღიაროს "1920 წელს, ქართველი ნაციონალისტების მიერ სამხრეთელი ოსების გენოციდი."

მიმართვის თანახმად, "1920 წლის ივნისში, მთავრობამ, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჯარი გაგზავნა სამხრეთ ოსეთში, სადაც საბჭოთა რუსეთთან შეერთება სურდათ და გაანადგურა დასახლებული პუნქტების უდიდესი ნაწილი."

ამავე მიმართვის მიხედვით, "ჯერ გერმანიის, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების მიერ შეიარაღებულმა და აღჭურვილმა ქართულმა არმიამ მასობრივად გაანადგურა ოსი მოსახლეობა, რამდენიმე ათასი ადამიანი.“

დე ფაქტო პარლამენტს მოჰყავს გაურკვეველი წყაროს მონაცემები, რომ 1920 წელს გაანადგურეს ოსური მოსახლეობის 8-დან 25%-მდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG