„დროა, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და ვთქვათ, რომ ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ 1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი შეფასებით, სასადილოში მოსამართლის აუგად მოხსენიებისთვის საქართველოში ადამიანი არ დაუპატიმრებიათ არც ერთი სხვა ხელისუფების დროს. მელიას შფასებით ზვიად კუპრავასთვის 9-თვინია პატიმრობის მისჯა სხვა არაფერია თუ არა დიქტატურის ნიშნების გადმოფენა საზოგადიებისთვის.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მართლაც 266-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ პირი სასამართლო დარბაზში შეურაცხყოფას მიაყენებს სამართალწარმოების მხარეებს, ის დაისჯება. მაგრამ როდესაც ეს მუხლი სასამართლო დარბაზის მიღმა ამოქმედდება, ეს უკვე არის მკაფიო სიგნალი, რომ ხვალ და ზეგ, ნიკა მელია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, თუ ის ქუჩაში შეაგინებს ან აუგად მოიხსნიებს მოსამართლეს, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, რომ ის დააპატიმროს. ვერ ხედავთ, რომ ქარს თესავთ და ქარიშხალს მოიმკით?“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მოსამართლე ელენე გოგუაძეს“ჯალათი მოსამართლე“ უწოდა, რომელმაც „ადამიანი დააპატიმრა 9 თვით იმისთვის, რომ ის კატლეტის და წიწიბურის ჭამის აუგად მოიხნენიებდა მოსამართლეს“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის ვადის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან, 2019 წლის 21 თებერვლიდან.