Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ(საია) საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ითხოვს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსების არასაკონსტიტუციურად ცნობას

საია სადავოდ ხდის მაუწყებლობის შესახებ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს სამუშაო დღეების არასაუკეთესო დროს (24-საათიდან 19 საათამდე) საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში რეკლამის განთავსებას.

ორგანიზაცია არ ასაჩივრებს არასაუკეთესო დროს გასართობ გადაცემებში, ფილმებსა და სერიალებში, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ფარგლებში რეკლამის განთავსების კონსტიტუციურობას.

საია მიიჩნევს, რომ თუნდაც არასაუკეთესო საეთერო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში რეკლამის განთავსების შესაძლებლობა ქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის დამყარების საფრთხეს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამ ბიზნესის საქმიანობის ამსახველი რეპორტაჟების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.

XS
SM
MD
LG