Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ქალაქის საბჭოსთან 27 ივლისის დემონსტრაციის მონაწილეთა სახლები გაჩხრიკეს


დამოუკიდებელი პოლიტიკური სამეთვალყურეო ცენტრი, ОВД-Инфо იტყობინება, რომ მოსკოვში პოლიციამ 1 აგვისტოს გაჩხრიკა ალექსეი მინიაილოს, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის,ლიუბოვ სობოლის შტაბისთვის ხელმოწერების შემგროვებლებს წვრთნის, სახლი. ჩხრეკა ჩატარდა 27 ივლისის არასანქცირებული საპროტესტო აქციის თაობაზე გამოძიების ჩარჩოებში.

აქცია მოეწყო იმ დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატების მხარდასაჭერად, ვისაც არ მისცეს უფლება, მონაწილეობა მიეღო მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში. უშიშროების სამსახურებმა ჩაახშეს გამოსვლა, დააკავეს 1373 პირი, იტყობინება ОВД-Инфо. გამოძიება, როგორც კოდექსი უწოდებს, „მასობრივი არეულობის“ მოწყობის გამო, 30 ივლისს დაიწყო და მაქსიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. გამოძიების დაწყების შემდეგ პოლიცია აკითხავს დემონსტრაციის მონაწილეებს. სხვათა შორის, სამართალდამცავები მივიდნენ მემარცხენე ბლოკის ლიდერის, ვასილი კუზმინის სახლში, ასევე უფლებადაცვის ჯგუფ აგორას ხელმძღვანელ პაველ ჩიკოვთან. პოლიცია მოითხოვს მათგან, ვის სახლებსაც ჩხრეკენ, მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რომელშიც მათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრებიან, თუ კიდევ ერთხელ მიიღებენ დემონსტრაციაში მონაწილეობას, განაცხადა ჩიკოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG