Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული მედიის თანახმად მოკლულია ოსამა ბინ ლადენის შვილი, ჰამზა


ჰამზა ბინ ლადენი
ჰამზა ბინ ლადენი

ოთხშაბათს აშშ-ის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად, მოკლულია ჰამზა ბინ ლადენი, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ყაიდის“ დამფუძნებლის , ოსამა ბინ ლადენის შვილი.

ინფორმაციის წყაროდ სახელდება ამერიკის ადმინისტრაციის ანონიმი მოხელე. „ენბისი ნიუსის“ თანახმად, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ჰამზა ბინ ლადენი მართლა მოკლეს იმ ოპერაციის დროს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა აშშ-იც.

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ოპერაცია ჩატარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლო დრომდე არ არსებობდა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ბინ ლადენი უმცროსი მართლა მკვდარია.

თეთრი სახლი ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არც უარყო და არც დაადასტურა ეს ინფორმაცია. „არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება“, - აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

წლის დასაწყისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავარაუდოდ 30 წლის ჰამზა ბინ ლადენი, დაახასიათა, როგორც მამის მემკვიდრე ალ-ყაიდის დაჯგუფებაში. ინფორმაციისათვის, რომელიც პოლიციას ბინ ლადენის შეპყრობაში დაეხმარებოდა, დაწესებული იყო მილიონი დოლარის ჯილდო.

გავრცელებული ცნობებით, გადაწყვეტილება ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ჰამზა ბინ ლადენმა ხმოვანი და ვიდეო მასალების გამოქვეყნება დაიწყო ინტერნეტში, აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმების განხორციელების მოწოდებებით.

მან ამას უწოდა შურისგება მამის მკვლელობისათვის, რაც აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა 2011 წელს განახორციელა პაკისტანში. ოსამა ბინ ლადენის ერთ-ერთი შვილი მამის შეპყრობის ოპერაციის დროს დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG