Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობაში დატოვა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლებაზე, რომელსაც „20 ივნისის საქმეზე“ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ლორთქიფანიძესთან ერთად პატიმრობაში დარჩა კიდევ ოთხი პირი.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფანიძე 25 ივლისს, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) საფუძველზე დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ის პოლიციელების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG