2 აგვისტოდან აშშ ტოვებს საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას. მანამდე შეთანხმების მოქმედება შეაჩერა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ვაშინგტონმა მოსკოვი დაადანაშაულა ახალი რაკეტების წარმოებით დოკუმენტის პირობების დარღვევში.
1 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი გახდება ახალი შეთანხმების მიღწევა, რომელიც შეცვლის "ცივი ომის" დროინდელ დოკუმენტს.
საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას 1987 წელს მოაწერეს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა, მიხაილ გორბაჩოვმა.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის შეფასებით, შეთახმების შეწყვეტით მსოფლიო კარგავს ბირთვული ომის შეკავების ძლიერ ინსტრუმენტს.