ავღანეთიდან დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული, რომელმაც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია წარმატებით, უდანაკარგოდ დაასრულა.
ასეული, რომელსაც მაიორი ნიკოლოზ ვაშაყმაძე მეთაურობს, მისიას 7 თვის განმავლობაში ასრულებდა მაზარი-შარიფში, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფ ბაზა „მარმალზე.”
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ასეული პასუხისმგებელი იყო ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე.
პირველი ქვეითი ბრიგადა ავღანეთში როტაციის წესით შეცვალა მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა.