Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქსტატის" ინფორმაციით, წლიური ინფლაცია 4.6%-ია


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02% შეადგინა. წლიური ინფლაციის დონე 4.6%-ია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით შეადგინა 0.4%. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები გაზრდილია 3.9%.

2019 წლის ივლისში, გასული წლის ივლისთან შედარებით, საბაზო ინფლაციამ შეადგინა 3.4%. თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 1.9%-ია

„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.8%-იანი მატება, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.2%-იანი მატება და მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.1 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-8.1 პროცენტი), ხილსა და ყურძენზე (-2.0 პროცენტი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG