Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი: ნიკა გვარამიას დაესვა გამოძიებისთვის საინტერესო ყველა კითხვა


პროკურორი ზვიად გუბელაძე
პროკურორი ზვიად გუბელაძე

პროკურორი ზვიად გუბელაძე არ აკონკრეტებს, კვლავ დაიბარებენ თუ არა გამოსაკითხად „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ან ხომ არ შეეცვლება მას მოწმის სტატუსი.

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას გამოკითხვის შემდეგ, პროკურორმა თქვა, რომ გვარამიას დაუსვეს გამოძიებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვა და პასუხები მიიღეს.

„ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სხდომის ოქმს, მივიღებთ დაკითხვის ოქმს, გავეცნობით და შესაძლებელია ამის შემდეგ დაიგეგმოს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და შესაბამისად, მტკიცებულებების მიღების შემდეგ სამართლებრივი შეფასება გაკეთდება და ეცნობება საზოგადოებას დამატებით“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

გენერალური პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG