ავღანეთის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 10 პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა და 15 დაიჭრა ცენტრალური დაიყუნდის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოზე თალიბების მიერ მომხდარი თავდასხმის შედეგად.
პროვინციის გუბერნატორ ანვარ რაჰმატის თანახმად, 2 აგვისტოს შეტაკების შედეგად დაღუპულია მრავალი თავდამსხმელი. პასუხისმგებლობა იერიშზე იკისრა თალიბანმა, რომელსაც დეტალები არ გაუმჟღავნებია.
ბოლო თავდასხმის ფონია მოლაპარაკების მორიგი რაუნდი თალიბების დელეგაციისა აშშ-ის სპეციალურ წარგზავნილთან ზალმაი ხალილზადთან, ავღანეთში მიმდინარე 18-წლიანი ომის დასრულების მშვიდობიან გზებზე.