Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი გეგმავს ვიზიტს თურქმენეთში და შეხვედრას ბერდიმუჰამედოვთან


მედვედევის და ბერდიმუჰამედოვის შეხვედრა 2009 წელს, რუსეთში
მედვედევის და ბერდიმუჰამედოვის შეხვედრა 2009 წელს, რუსეთში

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ათ დღეში გეგმავს ვიზიტს თურქმენეთში იმ გავრცელებული ხმების ფონზე, რომ ცენტრალური აზიის ამ ქვეყნის ავტოკრატი ლიდერი გარდაცვლილია.

რუსეთის მთავრობის ოფიციალური ცნობის თანახმად მედვედევი თურქმენეთში ჩავა 11-12 აგვისტოს და მონაწილეობას მიიღებს კასპიის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც პირველად იმართება.

ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება მედვედევის შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან და მსჯელობა ორმხრივ საკითხებზე.

ბერდიმუჰამედოვი საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილი 5 ივლისის შემდეგ, მათ შორის არც 6 ივლისს შეხვედრია თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ჩასულ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის, რამაც წარმოშვა სპეკულაციები თურქმენეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე.

თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში დარჩება 15 აგვისტომდე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ზემოხსნებული ფორუმი უფრო ადრე იწყება.

თურქმენეთის სახელმწიფო ტელევიზიამ უჩვენა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს ბერდიმუჰამედოვი მშენებლობას აშხაბადში და დასძინა, რომ ვიდეო გადაღებულია 24 ივლისს.

XS
SM
MD
LG