Accessibility links

ხელშეკრულება INF-ის ჩაშლის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს აზიაში ახალი რაკეტების განთავსება სურს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის თქმით, ვაშინგტონს სურს აზიაში მალე განათავსოს ახალი, სახმელეთო, საშუალო რადიუსის რაკეტები. ესპერის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე აშშ და რუსეთი ოფიციალურად გამოვიდნენ საშუალო რადიუსის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან (INF), რომელიც 31 წლის წინ გაფორმდა და საეტაპო შეთანხმებად ითვლებოდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

ესპერმა, რომელსაც ეს ხელშეკრულება აღარ ზღუდავს, თქვა, რომ სურს აზიაში აღჭურვილობა განათავსოს "მალე და არა მოგვიანებით". ესპერი ამ განცხადებით ავსტრალიაში გამოვიდა, 3 აგვისტოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია სად აპირებს აშშ ამ ახალი შეიარაღების განთავსებას.

საშუალო რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულება საბჭოთა კავშირს და აშშ-ს უკრძალავდა შეექმნათ, ეწარმოებინათ ან განეთავსებინათ სახმელეთო ან ბალისტიკური რაკეტები 500-დან 5500 კილომეტრის რადიუსით. ხელშეკრულების რატიფიცირება 1988 წელს მოახდინეს აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG