Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა მანჯგალაძე: დღეს ბოლო ეთერი მაქვს რუსთავი 2-ში


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს კიდევ ერთი ჟურნალისტი, მანანა მანჯგალაძე ტოვებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"დღეს ბოლო ეთერი მაქვს რუსთავი 2-ში.მესამედ ვემშვიდობები. არ ვიცი შეიძლევა ვერც ვერაფერი ვთქვა. არ არი იოლი. ჩემი სკოლაა. განსაკუთებით პირველად რომ მივედი და რ2 მიკროფონი დავიჭირე ხელში... აქ თუ არ მოხვდი მართლა ვერ წარმოიდგენ რა ჯადო აქვს. ვითომ ჩვეულებრივი ტელევიზია მაგრამ არა აქ თუ არ გიყვარს, არ ხარ გადადებული,არ ხარ ბოლომდე დახარჯული, თუ უკანასკნელი რესურსიც არ ჩადე ვერც გაჩერდები, ვერც იმუშავებ." - წერს ჟურნალისტი.

მანანა მანჯგალაძე გადაცემა “Forbes კვირაში” რუბრიკა “საქმიანების” ავტორი იყო.

XS
SM
MD
LG