Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ შეიპყრო კიდევ ერთი ტანკერი


ირანის მიერ შეპყრობილი ერთ-ერთი ტანკერი
ირანის მიერ შეპყრობილი ერთ-ერთი ტანკერი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ( IRGC) იუწყება კიდევ ერთი უცხოური სანავთობე ტანკერის შეპყრობას შესახებ სპარსეთის ყურეში. ირანული მედიის 4 აგვისტოს ცნობებით, ტანკერის დაპატიმრების მიზეზი გახდა ის, რომ მას დაახლოებით 700 ათასი ლიტი კონტრაბანდული საწვავი გადაჰქონდა არაბული ქვეყნებისაკენ.

სააგენტო ირნას ცნობით ტანკერის დაკავება მოხდა კოორდინირებული მუშაობით და სასამართლო ხელისუფლების ორდერის საფუძველზე.

გასულ თვეში, ირანმა ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა ნაოსნობის წესების დარღვევისთვის.

მანამდე ბრიტანეთმა შეიპყრო ირანული ტანკერი, რომელიც ლონდონის თანახმად ევროკავშირის სანქციების დარღვევით მოქმედებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG