4 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ თქვა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს და რომ მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში.
"დღეს ჩვენ ვფიქრობთ, დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი მთელი დღე იდგა ჯვრის გვერდით და ის სიხარული, რომელიც იყო მაცხოვარსა და მარიამ მაგდალინელს და მენებელსაცხებელ დედათა შორის, არის მაგალითი, თუ როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ თავისი ვალი აღასრულოს ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი”,- თქვა პატრიარქმა.