Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია ჭორვილაში ცალ-თვალახვეული ჩავიდა


პარლამენტარი ელენე ხოშტარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ფოტოს, სადაც სოფელ ჭორვილაში ცალი თვალი წითელი სახვევით აქვს ახვეული.

ახვეული თვალი სიმბოლოა 20-21 ივლისს აქციის დარბევისას დაშავებულების, რომლებმაც რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგეს.

20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავდა 240 ადამიანი, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. ორმა დაშავებულმა თვალი დაკარგა, სხვა ორი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.

ჭორვილა ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG