ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე ჩასულ პრემიერ-მინისტრს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. „გახარია წადი“ – ეწერა დიდ ბანერზე, რომლითაც აქციის მონაწილეები მამუკა ბახტაძეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გათავისუფლებას თხოვდნენ. "სირცხვილია მონებო", "გაუშვით სისხლიანი გახარია" - ისმოდა პროტესტის მონაწილეების მხრიდან, რომლებსაც პრემიერთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ.
„დღეს ოპენენტები შეეცადნენ ეს საზეიმო სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ. მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ, როგორც სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის წესრიგში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ,“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ ბეშუმში გაამრთულ შუამთობის დღესასწაულზე.