შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე 3-4 ბალიანი შტორმია. სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. მას შემდეგ, რაც ზღვაში ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, შტორმს ბათუმის სანაპიროს ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. ამასთან, სანაპირო ზღვიდან მოტანილი ნაგვითაა დაბინძურებული
აჭარაში ღამით მოსული ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა შენობების პირველი სართულები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 45 შეტყობინება მიიღო. ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა, რის შედეგადაც გზები დაიტბორა.