Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი კიევში: უკრაინამ დამატებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა - „ჯაველინი“ შეუკვეთა აშშ-ს


აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-ს მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „ჯაველინი“, შეუკვეთა. ეს ნაბიჯი სავარაუდოდ, გააღიზიანებს მოსკოვს, რომლის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები უკვე მეოთხე წელიწადია ომს აწარმოებენ უკრაინის არმიასთან უკრაინის აღმოსავლეთში.

კიევში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, უილიამ ტეილორი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინას სურს შეიძინოს „ჯაველინები“ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსუცხოეთში გაყიდვის პროგრამის ფარგლებში თავდაცვის მიზნისთვის. ომმა უკრაინაში 13 ათასი ადამიანი შეიწირა.

ტეილორის კომენტარი პირველი დასტურია იმისა, რომ უკრაინას სურს დამატებითი „ჯაველინები“ შეიძინოს და გაზარდოს თავისი არსენალი, რომელიც უკვე მოიცავს„ჯაველინის“ტიპის 210 რაკეტას და 37 გამშვებს, რომლებიც აშშ-მა 2018 წელს მიაწოდა კიევს.

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისოფისმა უარი თქვა კომენტარზე შეკვეთის შესახებ და თავდაცვის სამინისტროს კი არ უპასუხია ინფორმაციის თაობაზე მოთხოვნაზე. ტეილორმაპირველად 7 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ოფიციალურად შეუკვეთა იარაღი, მაგრამ მას და საელჩოს არ დაუზუსტებიათ, რა იარაღზე იყო ლაპარაკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG