Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: „სიძულვილს აშშ-ში ადგილი არ აქვს“


აშშ-ში შაბათ-კვირას მომხდარი სროლის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა ერთხმად უნდა აღდგეს და დაგმოს „რასისზმი, ფანატიზმი, და თეთრი რასის უპირატესობის იდეოლოგია“. ამ იდეოლოგიებს უნდა შევებრძოლოთ, თქვა ტრამპმა 5 აგვისტოს, „აშშ-ი სიძულვილს ადგილი არ აქვს. სიძულვილი ამახინჯებს გონებას, ანადგურებს გულს და ფიტავს სულს“.

სულ მცირე 33 ადამიანი იქნა მოკლული სროლების შედეგად, რომელიც მოხდა ელ პასოში, ტეხასში და დეიტონში, ოჰაიოს შტატში. დაჭრილია ათეულობით პირი.

პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატებმა ტრამპი დაადანაშაულეს რასობრივ დაყოფაში, რამაც მათი აზრით, ხელი შეუწყო მკვლელობამდე მისვლას.

ელ პასოში, ტეხასის სასაზღვრო ქალაქში, სადაც დიდი რაოდენობის ესპანურენოვანი მოსახლეობაა, 21 წლის შეიარაღებულმა პირმა 20 ადამიანი მოკლა „ვოლმარტის“ მაღაზიასთან, სანამ პოლიციას ჩაბარდებოდა. მოგვიანებით ჭრილობებმა იმსხვერპლა კიდევ ორი პირი.

ხელისუფლების თანახმად, მკვლელობა რასობრივად იყო მოტივირებული და ფედერალურმა პროკურორებმა დანაშაული შეაფასეს, როგორც „საშინაო ტერორიზმი“.

ტრამპმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს განკარგულება მისცა, შეიმუშაონ კანონპროექტი, რომლის თანახმად, რასობრივი დანაშულის ჩამდენთ სასჯელის უმაღლესი ზომა დაემუქრებათ. ტრამპის თქმით, საჭიროა კანონმდებლობაში რეფორმა, რათა ფსიქიურად გაუწონასწორებელი პირები დროულად იქნენ ამოცნობილი, რომლებსაც ძალადობის ჩადენა შეუძლიათ.

პოლიციამ მიაკვლია მანიფესტს, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილმა შექმნა და გამოაქვეყნა ინტერნეტით. ის არის მტკიცებულება იმისა, რომ მასობრივი მკვლელობა რასობრივ ნიადაგზე მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელია დეიტონში, 24 წლის კაცის მიერ მოწყობილი მკვლელობის მოტივი.

XS
SM
MD
LG