Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინური ვალუტის გაუფასურებას ამერიკულ ბირჟაზე აქციების ვარდნა მოჰყვა


ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციათა კურსმა წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა. 5 აგვისტოს, ინდექსი S&P, რომელიც 500 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას აერთიანებს, 3%-ით დაეცა, ინდექსი Dow Jones-ი 2.9%-ით და Nasdaq-ი 3.5%-ით.

ნიუ-იორკის ბირჟაზე აქციების კურსი მას შემდეგ დავარდა, რაც ჩინეთმა თავისი ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 7 იუანამდე გააუფასურა. ბოლო 10 წელიწადში ეს იუანის ყველაზე დიდი გაუფასურებაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი ვალუტით მანიპულაციაში დაადანაშაულა. ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ აშშ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ითანამშრომლებს ჩინეთის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოსაფხვრელად.

აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტი ინვესტორების შეშფოთებას იწვევს, რადგან ვაშინგტონის და პეკინის "სავაჭრო ომი" გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე.

5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა შეაჩერა სოფლის მეურნეობის ამერიკული პროდუქციის შეძენა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის მუქარა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას დამატებით გადასახადს დაუწესებს.

XS
SM
MD
LG