საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც 6 აგვისტოს მოქმედებდა, 2.8946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 0.0375 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2840 ლარია, 6 აგვისტოს მოქმედი კურსი კი 3.2312 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0528 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 7 აგვისტოს იქნება ძალაში.