Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის ტრიბუნალმა გამოაცხადა ვაკანსია პროკურორის თანამდებობაზე


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გამოაცხადა ვაკანსია პროკურორის თანამდებობაზე. მოქმედ პროკურორ ფატუ ბენსუდას ვადა ეწურება 2021 წლის 15 ივნისს. რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნების ასამბლეამ, თავისი მანდატის შესაბამისად, დაიწყო მომავალი პროკურორის შერჩევის პროცესი.

ICC-ს პროკურორი ირჩევა 9 წლით. მისი წლიური ხელფასი იქნება 173780 ევრო. ჰააგის ტრიბუნალის პროკურორობის მსურველებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. ვაკანსიის დეტალების ნახვა შესაძლებელია აქ

ასამბლეის თავმჯდომარე, კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელი, ო-გონ კვონი მიესალმა ვაკანსიის გამოცხადებას:

„ამ განცხადებით მონაწილე ქვეყნების ასამბლეა, რომელსაც ეხმარება პროკურორის არჩევის კომიტეტი, ცდილობს მიიზიდოს ყველაზე კვალიფიციური კანდიდატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის თანამდებობაზე. ასამბლეა მხოლოდ გამჭვირვალე და მწყობრი პროცესით შეძლებს ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის პროკურორის არჩევას“.

რომის სტატუტის 42-ე მუხლის მე-3 პარაგრაფი განმარტავს ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტრიბუნალის პროკურორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG