Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის „საბურთალომ“ ერევნის „არარატ-არმენიას“ სტუმრად მოუგო


საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ უეფას ევროპა ლიგის პლეი ოფს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ერევნის „არარატ-არმენია“ მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ „საბურთალო“ აგებდა, მაგრამ თამაში სანდრო ალთუნაშვილის და ლევან ყენიას გოლებით მოიგო. საპასუხო შეხვედრა თბილისში 13 აგვისტოს გაიმართება და ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებულს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთადერთი ბარიერი დარჩება გადასალახი.

თუ „საბურთალო“ ერევანში მოპოვებულ უპირატესობას თბილისში შეინარჩუნებს, პლეი ოფში ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და ესტონეთის „კალიუს“ შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

XS
SM
MD
LG