Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით აფხაზეთში დაგეგმილი არჩევნების წინ და დიდი იმედი მაქვს, რომ ის გაიმართება დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით და ხელს შეუწყობს სამომავლო სტაბილურობას“, - განუცხადა ხაჯიმბამ პუტინს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა აფხაზი ხალხის სახელით პუტინს მადლობა გადაუხადა „იმ ყურადღებისთვის, რასაც რესპუბლიკის მიმართ იჩენს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG