Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პატივს მიაგებენ ომში დაღუპულებს და რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ


დღეს საქართველოში პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას.

რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივლენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დაღუპულ სამხედროებს პატივს მიაგებენ საქართველოს რეგიონებში მდებარე მემორიალებთანაც.

აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე საქართველოში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსულ სამხედრო აგრესიას და ოკუპაციას. მშვიდობიანი აქციის ერთ-ერთი ადგილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელი ერგნეთია. სამოქალაქო აქტივისტები გამართავენ აქციას „ჩვენ გვახსოვს 07.08.08 - 11 წელი ომიდან.“

გორში, იმ ადგილას, სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსულმა ავიაციამ ე.წ. კასეტური ბომბები ჩამოაგდო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივით გაიხსნება აგვისტოს ომის სახელობის კედელი.

2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 11 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG